საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ნატოს თემაზე გამოფენა ოზურგეთის სამხატვრო სკოლაში

4 აპრილს ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა დაარსებიდან 70 წლის იუბილე აღნიშნა. ამასთან დაკავშირებით კვირის განმავლობაში, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ღონისძიებები იმართება.

 

გურიაში, ოზურგეთის სამხატვრო სკოლაში სკოლის მოსწავლეების გამოფენა გაიმართა. სკოლის მოსწავლეებმა ნატოს თემაზე თავიანთი თვალით დანახული ნამუშევრები წარმოადგინეს.

 

გამოფენის გახსნას ნატოსა და ევროკავშირის საქართველოს საინფორმაციო ცენტრის გურიის ბიუროს წარმომადგენელი სამსონ სიამაშვილი დაესწრო, რომელმაც ნატო-საქართველოს თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მადლობა გადაუხადა ახალგაზრდებს ნამუშევრების წარმოდგენისთვის.

05-04-2019