საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ნატოს საინფორმაციო კუთხის გახსნა სოფელ ვარციხის საჯარო სკოლაში

სსიპ საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ იმერეთის ბიუროს ინიციატივით და ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარციხის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის მოსწავლეების ინიციატივით სკოლაში ნატოს საინფორმაციო კუთხე გაიხსნა. საინფორმაციო ცენტრის იმერეთის ბიუროს წარმომადგენელმა მარიკა ვაჭარაძემ სკოლას თემატური მასალები გადასცა. მოგვიანებით პროექტის "დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში მოწვეულმა ექსპერტმა ლევან ცუცქირიძემ საქართველოს ნატოში გაწევრების მნიშვნელობაზე ისაუბრა. შეხვედრას სამოქალაქო საგნის პედაგოგი ნანა მარღანია და სკოლის დირექტორიც ესწრებოდნენ. მოსწავლეებს მიეცათ საშუალება მათთვის საინტერესო საკითხებზე კითხვები დაესვათ.

 

პროექტი საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.

05-04-2019