საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ნატოს დღე ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიაში

4 აპრილს ჩრდილოატლანტიკური ალიანსი დაარსებიდან 70 წლის იუბილეს აღნიშნავს. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით სსიპ „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ აჭარის ბიუროს ინიციატივით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიაში ადგილობრივი თვითმმართველობების, ადმინისტრაციული ერთეულების და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისთვის საინფორმაციო შეხვედრა და ნატოს საკითხებზე საჯარო ლექცია გაიმართა.

 

შეხვედრას ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის აჭარის რეგიონალური წარმომადგენელი ირმა გაბინაშვილი და ცენტრის მიერ მოწვეული ექსპერტი ნატო ბაჩიაშვილი გაუძღვნენ.

 

შეხვედრას ესწრებოდა ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე დავით ვერულიძე, საკრებულოს თავმჯდომარე დავით მჭედლიშვილი, მერიის და საკრებულოს ხელმძღვანელი პირები. სტუმრებმა ისაუბრეს ნატოს ისტორიაზე, დასავლური სამყაროსთვის ალიანსის როლზე, ასევე ნატო-საქართველოს თანამშრომლობასა და ქვეყნის ნატოში გაწევრების გზებზე, მიღწეულ შედეგებსა და პერსპექტივებზე.

 

ყურადღება გამახვილდა აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ მოსახლეობის ინფორმირება და ჩართულობა რეგიონებში“ მთავარ მიმართულებებზე. აღინიშნა, რომ 18 თვიანი პროექტის ფარგლებში აჭარის რეგიონში, ადგილობრივ მოსახლეობასთან ჯამში 150 -მდე შეხვედრა შედგება, რომლის საშუალებითაც, პერიფერიებისა და სოფლად მცხოვრები ადამიანები პირდაპირი კომუნიკაციის გზით მიიღებენ ინფორმაციას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობაზე, მიმდინარეობასა და სამომავლო პერსპექტივებზე.

05-04-2019