საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შეხვედრა ვანის მუნიციპალიტეტში

ნატოს დღესთან დაკავშირებით საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ იმერეთის ბიუროს ინიციატივით ვანის მუნიციპალიტეტში საინფორმაციო სახის შეხვედრა გაიმართა.

 

შეხვედრას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, საჯარო მოხელეები და საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ. შეხვედრა ნატოს 70 წლის საიუბილეო თარიღს მიეძღვნა. არსებულ გამოწვევებზე და სამომავლო პერსპექტივებზე მოწვეულმა ექსპერტმა ლევან ცუცქირიძემ ისაუბრა.

 

შეხვედრას ვანის მერი ალექსანდრე გოგორიშვილიც ესწრებოდა, რომელმაც შეხვედრის მონაწილეებს შეხვედრის მნიშვნელობაზე და სწორი გზავნილების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა, მარიკა ვაჭარაძემ საქართველოს ნატოსთან ურთიერთთანამშრომლობაზე, ასევე უვიზო მიმოსვლასა და ევროკავშირთან ურთიერთობაზე ისაუბრა.

 

 

შეხვედრა პროექტის "დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა. პროექტი საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით იმართება და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია. 

05-04-2019