საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ნატოს დღე ხულოს მუნიციპალიტეტის მერიაში

4 აპრილს ჩრდილოატლანტიკური ალიანსი დაარსებიდან 70 წლის იუბილეს აღნიშნავს. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით სსიპ „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ შუახევის ბიუროს ინიციატივით, ხულოს მუნიციპალიტეტის მერიაში ადგილობრივი თვითმმართველობების, ადმინისტრაციული ერთეულების და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისთვის საინფორმაციო შეხვედრა და ნატოს საკითხებზე საჯარო ლექცია გაიმართა.

 

შეხვედრას ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის შუახევის რეგიონალური წარმომადგენელი სალომე აბულაძე და ცენტრის მიერ მოწვეული ექსპერტი ნატო ბაჩიაშვილი გაუძღვნენ.

 

სტუმრებმა ისაუბრეს ნატოს ისტორიაზე, დასავლური სამყაროსთვის ალიანსის როლზე, ასევე ნატო-საქართველოს თანამშრომლობასა და ქვეყნის ნატოში გაწევრების გზებზე, მიღწეულ შედეგებსა და პერსპექტივებზე. საუბარი შეეხო უვიზო მიმოსვლის საკითხებსაც.

 

ყურადღება გამახვილდა აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ მოსახლეობის ინფორმირება და ჩართულობა რეგიონებში“ მთავარ მიმართულებებზე. 18 თვიანი პროექტის ფარგლებში მაღალმთიან აჭარაში მცხოვრები ადამიანები პირდაპირი კომუნიკაციის გზით მიიღებენ ინფორმაციას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობაზე, მიმდინარეობასა და სამომავლო პერსპექტივებზე.

05-04-2019