საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ნატოს დღე ბათუმის კერძო სკოლა ლიცეუმში

ნატოს დღე აღინიშნა ბათუმის კერძო სკოლა ლიცეუმში, სადაც სსიპ "საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ" აჭარის რეგიონალურმა წარმომადგენელმა და ცენტრის პროექტის" მასწავლებელი მეგზური ევროპისკენ" მონაწილე ია კიწმარიშვილმა სკოლის ბიბლიოთეკაში ნატოს საინფორმაციო კუთხე გახსნეს.

 

სკოლის დირექტორმა, პედაგოგებმა და მოსწავლეებმა მოისმინეს ინფორმაცია ნატოს დუნქციონირების , მიზნების და ამოცანების შესახებ. გაეცნენ ნატოს 70 წლის იუბილესთან დაკავშირებულ სხვადასხვა მაღალი რანგის საერთაშორისო შეხვედრის გზავნილებს, ალიანსის მხრიდან გაკეთებულ უახლეს განცხადებებს და სამომავლო პერსპექტივებს. საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს ურთიერთობების დინამიკას, მჭიდრო თანამშრომლობის და პარტნიორობის შედეგებს. 

05-04-2019