საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შეხვედრა ქ. ფოთის მე-4 საჯარო სკოლაში

ქ. ფოთის მე-4 საჯარო სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. სსიპ "საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ" სამეგრელო- ზემო სვანეთის ბიუროს წარმომადგენელმა, ანა ცანავამ, ნატოს შექმნის ისტორიაზე, საქართველოს ნატოსა და ევროკავშირთან თანამშრომლობასა და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა. შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების მნიშვნელობაზე, ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობებსა და უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებულ საკითხებზე. საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა ანტიდასავლურ პროპაგანდაზე, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ გავრცელებულ არასწორ შეხედულებებსა და რეალობაზეც ისაუბრა. შეხვედრას სკოლის დირექტორი გივი ხომერიკი ესწრებოდა, რომელმაც საქართველოს ნატოში ინტეგრაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა. შეხვედრა კითხვა- პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

29-03-2019