საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შეხვედრა ქ. ფოთის საგანმანათლებლო რესურსცენტრში

ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრში სკოლის დირექტორებთან შეხვედრა გაიმართა. ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა ანა ცანავამ ქ. ფოთში დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრა. ღონისძიებაში, რომელიც ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხარდაჭერით გაიმართება, საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები, ასევე სტუდენტები მიიღებენ მონაწილეობას. საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა შენგენის ზონის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებულ საკითხებზეც ისაუბრა. შეხვედრას ფოთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი, მერიის ახალგაზრდული განყოფილების უფროსი ნონა სილაგავა და განყოფილების თანამშრომლებიც დაესწრნენ. შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია.

05-04-2019