საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შეხვედრა ხონის საჯარო ბიბლიოთეკაში

სსიპ საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ იმერეთის ბიუროს ინიციატივით და ხონის საჯარო ბიბლიოთეკის ადმინისტრაციის მხარდაჭერით საინფორმაციო სახის შეხვედრა გაიმართა მუნიციპალიტეტის სოფლის ბიბლიოთეკის წარმომადგენლებთან. მათ ინფორმაცია უვიზო მიმოსვლის, საქართველოს ნატოსთან და ევროკავშირთან თანამშრომლობისა და ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შესაძლებლობებზე მიეწოდათ. აღინიშნა, რომ სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია მსგავსი სახის ინფორმაციის მიწოდება. შესაბამისად დაიგეგმა შეხვედრები. შეხვედრის დასრულების შემდგომ მონაწილეებს საინფორმაციო მასალები დაურიგდათ.

29-03-2019