საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შეხვედრა ქუთაისში ახალგაზრდული კლუბის წევრებთან

ასოციაცია „საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი“ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და GIZ მიერ დაფინანსებული პროექტის “ახალგაზრდების გაძლიერება წარმატებისთვის“ (Youth Empowerment for Success-YES) ფარგლებში, ახორციელებს ახალგაზრდულ კლუბებს SKYE პროგრამის დახმარებით. პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია World Vision საქართველოსთან თანამშრომლობით.

 

საქართველოს SOS ბავშვთა სოფლის ქუთაისის ოფისის ბაზაზე ახალგაზრდული კლუბი გაიხსნა, სადაც საინფორმაციო სახის შეხვედრა სსიპ საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ იმერეთის ბიუროს წარმომადგენლმა მარიკა ვაჭარაძემ ჩაატარა. მან ახალგაზრდებს ინფორმაცია უვიზო მიმოსვლის საკითხებსა და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე მიაწოდა. დაიგეგმა სამომავლო შეხვედრები და ახალგაზრდების ჩართულობა ბიუროს მიერ დაგეგმილ აქტივობებში. შეხვედრის დასრულების შემდგომ მონაწილეებს საინფორმაციო მასალები დაურიგდათ.

31-03-2019