საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შეხვედრა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფ. ორთაბათუმის მოსახლეობასთან

აჭარაში სსიპ "საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ" რეგიონალურმა წარმომადგენელმა ირმა გაბინაშვილმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფ. ორთაბათუმის მოსახლეობასთან ჩაისუბნის საჯარო სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს, ამ პროცესში ჩართული საჯარო და სამოქალქაო სექტორის საქმიანობას, საინფორმაციო კამპანიებს და უვიზო მიმოსვლის ფარგლებში წესების მართლზომიერ გამოყენებას.

 

შეხვედრაზე ისაუბრეს ევროკავშირის და სხვადასხვა დონორი ორგანიზაციის მიერ დაფინასებულ პროგრამებზე, რომლებიც საშუალებას აძლევს სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას ჩაერთონ სხვადასხვა პროექტში და განავითარონ ადგილობრივი ბიზნესი და მცირე ტიპის წარმოება.

 

მსმენელები დაინტერესდნენ DCFTA მოთხოვნებით და შესაძლებლობებით. შეხვედრაზე საუბარი შეეხო აგრეთვე განათლების სფეროს რეფორმირება-სტანდარტიზაციის საკითხს და ამ პროცესში პედაგოგების, მშობლების, ადგილობრივი მოსახლეობის აქტიურობის მნიშვნელობას. საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა ირმა გაბინაშვილმა ისაუბრა ანტიდასავლური პროპაგანდის საფრთხეებზეც და მათთან გამკლავების გზებსა და მეთოდებზე.

 

მსმენელებს მიეწოდათ სხვადასხვა ტიპის თემატური ლიტერატურა და საინფორმაციო მასალები.

 

შეხვედრა "დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ პროექტის ფარგლებში გაიმართა. პროექტი საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით იმართება და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.

02-04-2019