საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
აჭარაში საქართველოს პარლამენტის მოდელირება 2019 გაიმართა

სსიპ საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ აჭარის ბიუროს წარმოადგენელმა ირმა გაბინაშვილმა მონაწილეობა მიიღო ბათუმის მერიის ახალგაზრდული პროექტის ,,საქართველოს პარლამენტის მოდელირება 2019“ დასკვნით ღონისძიებაში და ფორუმის მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის პრიორიტეტები გააცნო.

 

ახალგაზრდებთან საუბრისას, ირმა გაბინაშვილმა ახალგაზრდების სამოქალაქო აქტივიზმში ჩართულობაზე, დასავლური განათლების უპირატესობებზე, ევროკავშირის მიერ დაფინასებული საგანმანათლებლო და სტუდენტთა მხარდაჭერის პროგრამებზე და ვიზალიბერალიზაციის შედეგად მათთვის მინიჭებულ ფართო შესაძლებლობებზე გააკეთა აქცენტი.

 

ყურადღება გამახვილდა ქვეყნის ევროატლანტიკური კურსის მნიშვნელობაზე და ანტიდასავლური პროპაგანდის საფრთხეებზე. საუბარი შეეხო საქართვეელოს ევროპული გზის ისტორიას, მიმდინარე პროცესებს და ამ პროცესში არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებს.

 

პროექტი „საქართველოს პარლამენტის მოდელირება“, მუშაობის სიმულაციურ ხასიათს ატარებდა, რომლის ფარგლებშიც ახალგაზრდებს მიეცათ საშუალება არაფორმალური განათლების მეშვეობით აქტიურად ჩართულიყვნენ საზოგადოებრივ პროცესებში, აერჩიათ სასურველი კომიტეტი, მოერგოთ დელეგატის სტატუსი და ემუშავათ ქვეყანაში მიმდინარე აქტუალურ და პრობლემატურ საკითხებზე.

 

პროექტი ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით განხორციელდა და მისი ერთ-ერთი მხარდამჭერი სსიპ «საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ იყო. საინფორმაციო ცენტრის რეგიონალურმა წარმომადგენელმა, ბათუმის მერიის, ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის წარმომადგენლებთან და პროექტის ხელმძღვანელთან ზალინა გორგილაძესთან ერთად, მოდელირებული პარლამენტის 4 კომიტეტიდან გამოვლენილ 4 საუკეთესო დელეგატს ცენტრის მიერ დაწესებული სპეციალური პრიზები- ევროკავშირის წევრი ქვეყნების შესახებ სასაჩუქრე გამოცემები გადასცა.

02-04-2019