საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ნატოს დღე ცაგერის მუნიციპალიტეტში

ნატოს დღესთან დაკავშირებით საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ბიუროს ინიციატივით ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და საჯარო მოხელეები ესწრებოდნენ. შეხვედრა ნატოს 70 წლის საიუბილეო თარიღს მიეძღვნა.

 

არსებულ გამოწვევებზე და სამომავლო პერსპექტივებზე მოწვეულმა ექსპერტმა ირაკლი ტაბლიაშვილმა ისაუბრა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ნატოს ისტორიას, ალიანსის როლს დასავლური სამყაროსთვის, ასევე ნატო-საქართველოს თანამშრომლობასა და ქვეყნის ნატოში გაწევრების გზაზე მიღწეულ შედეგებს.

 

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის წარმომადგენელმა თამარ გოგოლაძემ ისაუბრა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მიერ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისთვის გაცემული, ნახევარი მილიონი აშშ დოლარის დახმარების ფარგლებში დაგეგმილ პროექტსა და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის საკითხებზე.

 

აღნიშნული პროექტის ფარგლებში შეხვედრები, მრგვალი მაგიდის დისკუსიები და სემინარები რეგიონის სხვადასხვა სოფლის მოსახლეობასთან და მუნიციპალიტეტების მერიებში გაიმართება.

05-04-2019