საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ინტელექტუალური თამაში რა? სად? როდის? ქუთაისში

ნატოს დაარსებიდან 70 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ქუთაისში აკ.წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინტელექტუალური თამაში რა? სად? როდის?  გაიმართა. ღონისძიებაში იმერეთის რეგიონიდან 26 გუნდი მონაწილეობდა, რეგიონის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების, ადგილობრივი თვითმმართველობის და კერძო დაწესებულებების წარმომადგენლების ჩართულობით.

 

ინტელექტუალური თამაშში კითხვები ნატოსა და ევროკავშირის თემას ეხებოდა. გამოვლინდა სამი გამარჯვებული გუნდი, რომლებიც სიმბოლური პრიზებითა და სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ.

 

„ვფიქრობთ ეს აქტივობა ნატო-ევროკავშირის თემაზე მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას შეუწყობს ხელს. ეს არის საშუალება, სადაც მონაწილეები მეტ და სწორ ინფორმაციას მიიღებენ ნატოსა და ევროკავშირის შექმნის შესახებ. გაეცნობიან გაერთიანებების მიზნებსა და ამოცანებს. ინტელექტუალურ თამაშში 160-მდე მონაწილე მიიღებს მონაწილეობს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ მოსახლეობას ეს თემები ააინტერებს და სურთ მეტი ინფორმაცია მიიღონ.“ - აღნიშნა სსიპ საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის იმერეთის ბიუროს წარმომადგენელმა მარიკა ვაჭარაძემ.

 

ღონისძიება სსიპ საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის იმერეთის ბიუროსა და რა? სად? როდის? იმერეთის ინტელექტ კლუბის ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიების სპონსორები იყვნენ: გაზეთი “P.S.”  და  სამშენებლო კომპანია „დირსი.“

 

06-04-2019