საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შეხვედრა ქუთაისის მე-15 საჯარო სკოლაში

სსიპ საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის იმერეთის ბიუროს ინიციატივით საინფორმაციო სახის შეხვედრა შედგა ქუთაისის მე-15 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან. შეხვედრა სამოქალაქო კლუბში გაიმართა, სადაც მოსწავლეებმა მოკლე პრეზენტაცია წარმოადგინეს თემაზე "რა ვიცით ევროკავშირის შესახებ?" იმერეთის ბიუროს წარმომადგენელმა მარიკა ვაჭარაძემ ნატო-ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებზე და უვიზო მიმოსვლის შესახებ ისაუბრა. შეხვედრის დასრულების შემდგომ გაიმართა დისკუსია. მოსწავლეებს შეხვედრის დასრულების შემდეგ თემატური საინფორმაციო მასალები დაურიგდათ.

06-04-2019