საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შეხვედრა სოფელ ფარცხანაყანების მე-4 საჯარო სკოლაში

საინფორმაციო შეხვედრა შედგა სსიპ საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის იმერეთის ბიუროს ორგანიზებით წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანების #4 საჯარო სკოლაში. შეხვედრაზე იმერეთის ბიუროს წარმომადგენელმა ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებზე და ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე ისაუბრა. საუბარი შეეხო უვიზო მიმოსვლის ფარგლებში არსებულ რეგულაციებს. შეხვედრის დასრულების შემდეგ მოსწავლეებს საინფორმაციო მასალები დაურიგდათ. 

06-04-2019