საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
დანიელი მოსწავლეები სტუმრად საინფორმაციო ცენტრში

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა დანიიდან სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა. ახალგაზრდებს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოს დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ნატა ქორიძე და ევროინტეგრაციის საკითხთა დეპარტამენტის უფროსი სალომე შაფაქიძე შეხვდნენ. შეხვედრაზე ნატო-საქართველოს თანამშრომლობის საკითხები, ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმება, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობა და მნიშვნელობა განიხილეს. 

 

საინფორმაციო ცენტრი ღია კარის დღეზე სხვადასხვა დაინტერესებულ პირებს მასპინძლობს და ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესზე ინფორმაციას აწვდის. 

 

08-04-2019