საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ბათუმის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები აჭარის ბიუროში

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიუროს, ბათუმის სხვადასხვა სკოლის აქტიური მოსწავლეები ეწვივნენ. საინფორმაციო ცენტრის აჭარის რეგიონალურმა წარმომადგენელმა სტუმრებს ბიუროს ოფისის საქმიანობა გააცნო. სკოლის მოსწავლეები ინტერესით გაეცნენ საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიუროში განთავსებულ ბეჭდურ გამოცემებს და საინფორმაციო ცენტრის მიერ მომზადებულ პრეზენტაციას ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით. ახალგაზრდები აქტიურად ჩაერთვნენ დისკუსიაში, რომელიც საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ინტეგრაციის მნიშვნელობასა და ამ პროცესში არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებს შეეხებოდა.

 

საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა ირმა გაბინაშვილმა მოსწავლეებს მიაწოდა ინფორმაცია ვიზალიბერალიზაციის შედეგებსა და ევროკავშირის მიერ საქართველოში განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე. საუბარი შეეხო ანტიდასავლური პროპაგანდისგან მომდინარე საფრთხეებს და მათთან გამკლავების გზებს. შეხვედრის დაასრულს მსმენელებს საინფორმაიო მასალები და ლიტერატურა გადაეცათ.

10-04-2019