საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შეხვედრა ბათუმის მე-10 საჯარო სკოლაში

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის აჭარის რეგიონალური წარმომადგენელი ირმა გაბინაშვილი ბათუმის #10 სკოლის უფროსკლასელებს შეხვდა. საინფორმაციო შეხვედრაზე  განხილული იქნა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობა, მიღწევები და გამოწვევები, ანტიდასავლური პროპაგანდის საფრთხეები და საზოგადოებაში მცდარი ინფორმაციის გავრცელების პრევენციიის გზები. მოსწავლეები დაინტერესდნენ  საქართველო-ნატოს და საქართველო-ევროკავშირს შორის არსებული ურთიერთობებით. საუბარი შეეხო  წარმატების მაგალითებს  და იმ შესაძლებლობებს, რასაც ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საგანმანათლებლო პროგრამები სთავაზობს ახალგაზრდებს.  შეხვედრის დასასრულს, საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა  მოსწავლეების შეკითხვებსაც  უპასუხა და  თემატური ლიტერატურა გადასცა

10-04-2019