საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შეხვედრა თამარ ფაჩულიას საავტორო სკოლა-გიმნაზიაში

ქ. ფოთში, თამარ ფაჩულიას საავტორო სკოლა- გიმნაზიაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. სსიპ "საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ" სამეგრელო- ზემო სვანეთის ბიუროს წარმომადგენელმა, ანა ცანავამ, ნატოს შექმნის ისტორიასა და მიზნებზე, საქართველოს ნატოსთან თანამშრომლობასა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა. საუბარი ასევე შეეხო შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებულ საკითხებსა და ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობებებს. საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა ანტიდასავლურ პროპაგანდაზე, ნატოს შესახებ გავრცელებულ არასწორ შეხედულებებსა და რეალობაზეც ისაუბრა. სკოლაში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო კუთხეც გაიხსნა.

11-04-2019