საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შეხვედრა რუსთავის N1 საჯარო სკოლაში

სსიპ „საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ რეგიონალურმა წარმომადგენელმა ქვემო ქართლში თემურ სუყაშვილმა, რუსთავის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესსა და ამ გზაზე არსებულ გამოწვევებსა და საფრთხეებს.

 

საუბარი შეეხო საზოგადოებაში მომძლავრებულ ანტიდასავლურ პროპაგანდას და მათგან მომდინარე საფრთხეებს. ახალგაზრდებმა მიიღეს ინფორმაცია ანტიდასავლურ პროპაგანდაზე, ყალბი ინფორმაციების და მანიპულაციების გავრცელების გზებსა და საფრთხეებზე, მათთან ბრძოლის ხერხებსა და იმ მეთოდებზე, რომლებითაც შესაძლებელია ასეთი ტიპის ინფორმაციების გადამოწმება და გავრცელებული სტერეოტიპების აღმოფხვრა. შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია.

 

პროექტი საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით იმართება და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.

15-04-2019