საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შეხვედრა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისთვის გაცემული, ნახევარი მილიონი აშშ დოლარის დახმარების ფარგლებში დაგეგმილი პროექტის შესახებ პრეზენტაციები სხვადასხვა მუნიციპალიტეტში გრძელდება.

 

პროექტის პრეზენტაცია და შეხვედრა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ამჯერად ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, ადგილობრივი თვითმმართველობის წევრებთან და ახალგაზრდებთან გაიმართა.

 

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის კახეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ბექა ექსეულიძემ პროექტის მიზნებსა და ამოცანებზე ისაუბრა.

მოწვეულმა ექსპერტმა დავით ცხადაძემ კი საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობაზე, მიმდინარეობასა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა.

15-04-2019