საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შეხვედრა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფ. დაგვაში

აჭარაში სსიპ "საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ" რეგიონალურმა წარმომადგენელმა ირმა გაბინაშვილმა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფ. დაგვას მოსახლეობასთან დავას საჯარო სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

 

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს, საქართველო-ევროკავშირს შორის თანამშრომლობას და ქვეყნის ნატოსთან სტრატეგიული პარტნიორობის დინამიკას, როგორც თავდაცვისუნარიანობის და უსაფრთხოების ამაღლების გარანტს. გაიმართა დისკუსია გავრცელებულ მითებსა და ანტიდასავლური პროპაგანდის საფრთხეებზე, ხაზი გაესვა სხვადასხვა საინფორმაციო წყაროს მეშვეობით რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობაში არასწორი შეხედულებების გაჩენის საშიშროებას და გამოიკვეთა სასწავლო დაწესებულებებში მედიაწიგნიერების შემოღების აუცილებლობა.

 

შეხვედრას ესწებოდა ქობულეთის რესურსცენტრის ხელმძღვანელი მადონა გოგიტიძე, რომელმაც მსმენელებს და საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლებს მსგავსი ტიპის პროექტებში ჩართულობისკენ და აქტიურობისკენ მოუწოდა. შეხვედრის დასასრულს გაიმართა დისკუსია აუდიტორიისთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით, საუბარი შეეხო იმ მითებსა და რეალობას, რომლებიც აქტიურად ვრცელდება ადგილობრივ მოსახლეობაში და ახალგაზრდებში.

 

შეხვედრა "დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ პროექტის ფარგლებში გაიმართა. პროექტი საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით იმართება და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.

15-04-2019