საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
საინფორმაციო შეხვედრა სოფელ ჩხუტელის ადმინისტრაციულ ცენტრში

სსიპ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონალურმა წარმომადგენელმა, თამარ გოგოლაძემ ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხუტელის ადმინისტრაციულ ცენტრში მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

 

საუბარი შეეხო საქართველოს ურთიერთობებს ევროკავშირთან, არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებს, ანტიდასავლური პროპაგანდის საფრთხეებს, ევროკავშირთან მიმართებაში საზოგადოებაში გავრცელებულ მითებს, ასოცირების ხელშეკრულებას. შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია.

 

შეხვედრა პროექტის "დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა.

 

პროექტი საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.

 

12-04-2019