საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შეხვედრა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის კაპრეშუმის საჯარო სკოლაში

სსიპ „საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ რეგიონალურმა წარმომადგენელმა აჭარაში ირმა გაბინაშვილმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის კაპრეშუმის საჯარო სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

 

პედაგოგებთან და უფროსკლასელებთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს, არსებულ მიღწევებს, საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებულ ურთიერთობებს და გამოწვევებს. მსმენელები დაინტერესდნენ, ევროკავშირის პროექტების განხორციელების ფარგლებში რა კონკრეტულ სარგებელს მიიღებს საქართველოს თითოეული მოქალაქე, მათ შორის, ახალგაზრდები და რამდენად ხელმისაწვდომია ინფორმაცია ამ პროგრამების შესახებ მოსახლეობისთვის. საუბარი შეეხო საზოგადოებაში მომძლავრებულ ანტიდასავლურ პროპაგანდას და მათგან მომდინარე საფრთხეებს.

 

პედაგოგებმა და მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია ანტიდასავლურ პროპაგანდაზე, ყალბი ინფორმაციების და მანიპულაციების გავრცელების გზებსა და საფრთხეებზე.

 

შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს აგრეთვე იმ სტერეოტიპებზე, რომლებიც საზოგადოებაში სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებით, განსაკუთრებით კი- სოციალური ქსელებით ვრცელდება. 

 

შეხვედრას ესწრებოდა კაპრეშუმის საჯარო სკოლის დირექტორი იამზე თურმანიძე და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები. შეხვედრა "დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ პროექტის ფარგლებში გაიმართა. პროექტი საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით იმართება და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.

11-04-2019