საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შეხვედრა აჭარის რეგიონის სოფელ ჯაბნიძეების საჯარო სკოლაში

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის შუახევის ბიუროს ინიციატივით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა სოფელ ჯაბნიძეებში, როგორც ადგილობრივ მოსახლეობასთან, ასევე, სოფელ ჯაბნიძეების საჯარო სკოლის მასწავლებლებთან.

 

საუბარი შეეხო საზოგადოებაში მომძლავრებულ ანტიდასავლურ პროპაგანდას და მათგან მომდინარე საფრთხეებს, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობას, არსებულ მიღწევებსა და საზოგადოებაში გავრცელებულ მითებს.

 

შეხვედრა პროექტის "დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა. პროექტი საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით იმართება და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.

11-04-2019