საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
სემინარზე „მასწავლებელი - მეგზური ევროპისკენ“ რეგისტრაცია გამოცხადდა!

სემინარზე „მასწავლებელი  - მეგზური ევროპისკენ“  რეგისტრაცია გამოცხადდა!

 

სემინარი 2019 წლის 10-11 მაისს, თბილისში გაიმართება. 

 

ორი დღის განმავლობაში პედაგოგები შეხვდებიან სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს, საერთაშორისო ურთიერთობებისა და განათლების ექსპერტებს.

სემინარის მუშაობაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს ყველა საჯარო თუ კერძო სკოლის  პედაგოგს (პრიორიტეტი მიენიჭება ქართული ენისა და ლიტერატურის, გეოგრაფიის, ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებლებს).

 

რეგიონიდან ჩამოსული პედაგოგებისთვის უზრუნველყოფილი იქნება სასტუმროში განთავსება, სამჯერადი კვება, თბილისში  შიდა ტრანსპორტირება (თბილისამდე და უკან ტრანსპორტირების ხარჯები არ ანაზღაურდება; სამივლინებო ცნობებს დაგიდასტურებთ ბეჭდით).

 

განაცხადები მიიღება 2019 წლის 1 მაისის ჩათვლით.

 

სემინარის მონაწილეთა ადგილები შეზღუდულია. პედაგოგები შეირჩევიან წარმოდგენილი სამოტივაციო წერილების საფუძველზე. მონაწილეთა შერჩევისას გათვალისწინებული იქნება რეგიონული პრინციპი.

 

მონაწილეობის მსურველმა მასწავლებლებმა უნდა გაიარონ წინასწარი რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე: 

https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSczsphRRdcmb2OqywfPjv39Iqa1YHykJV_jo-NZVlZtCilksg/viewform?fbclid=IwAR16hvFGztFFnB-PNRENZVE-JUWm96Gm4GvRtm6P8QTDgthBrXBId1tKrug

 

 

პროექტის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის:  http://infocenter.gov.ge/396-mastsavlebeli-megzuri-evropisken.html

22-04-2019