საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შეხვედრა ხონის საკრებულოსთან არსებული საკვირაო სკოლის ახალგაზრდებთან

საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ იმერეთის ბიუროს მხარდაჭერითა და ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინიციატივით ხონის საკრებულოსთან არსებული საკვირაო სკოლის ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას საკრებულოს დეპუტატი ნანა ბახტაძე ესწრებოდა, რომლის ინიციატივითაც სკოლამ ფუნქციონირება დაიწყო. შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა მარიკა ვაჭარაძემ ნატოსა და ევროკავშირის ურთიერთობებზე,  უვიზო მიმოსვლის ფარგლებში გადაადგილების წესებსა და სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე ისაუბრა. შეხვედრაზე, ასევე, დაინტერესდნენ ასოცირების ხელშეკრულებისა და მის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების განხორცილების საკითხებით.

 

შეხვედრა აქტიური კითხვა-პასუხის რეჟიმშ წარიმართა. შეხვედრის დასრულების შემდგომ მონაწილეებს თემატური საინფორმაციო მასალა დაურიგდათ.

22-04-2019