საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიქოზში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიქოზში ადგილობრივ მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა ნინო ბოლქვაძემ და საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოში ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორმა დავით ნარდაიამ  გამართეს.

 

შეხვედრაზე საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობა, მიმდინარეობა და სამომავლო პერსპექტივები განიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოში ანტიდასავლური პროპაგანდისა და დეზინფორმაციის გავრცელების თავისებურებებსა და ამ გამოწვევასთან გამკლავების გზებს.

 

შეხვედრა პროექტის "დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა. პროექტი საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით იმართება და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია. პროექტის ფარგლებში შეხვედრები, მრგვალი მაგიდის დისკუსიები და სემინარები გაიმართება რეგიონის სხვადასხვა სოფლის მოსახლეობასთან და მუნიციპალიტეტების მერიებში.

23-04-2019