საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
დედამიწის დღე ბათუმში

ქ. ბათუმში,  დედამიწის დღესთან დაკავშირებით,  სსიპ „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ აჭარის ბიუროს მოხალისეების ინიციატივით, შემეცნებითი აქტივობა „გავუფრთხილდეთ ბუნებას“ მოეწყო. ახალგაზრდებმა ჯავახიშვილის ქუჩის საცხოვრებელ კორპუსებთან  დასუფთავების აქცია მოაწყვეს და მოქალაქეებს ბუნების  დაცვისა და ეკოლოგიური პრობლემების თავიდან აცილების მიზნით გააქტიურებისკენ მოუწოდეს.

 

მოხალისეებმა ამ დღისთვის მომზადებული თემატური გზავნილები და გარემოსდაცვიტ საკითხებზე საინფორმაციო ბეჭდური მასალა დარიგეს. ღონისძების ფარგლებში, მოსწავლეებმა გეოგრაფიის პედაგოგის ნესტან კორძაიას ხელმძღვანელობით მომზადებული თემატური პრეზენტაციები და ნამუშევრებიც წარმოადგინეს. საინფორმაციო ცენტრის რეგიონალურმა  წარმომადგენელმა ირმა გაბინაშვილმა ახალგაზრდებს  გარემოს დაცვის მიმართებით საერთაშორისო ორგანიზაციების პოლიტიკასა და ევროკავშირის მიერ დადგენილ იმ მოთხოვნებსა და სტანდარტებზე მიაწოდა ინფორმაცია, რაც  ასოცირების შესახებ შეთანხმებითა და  სექტორული თანამშრომლობის რეგულაციებით  არის განსაზღვრული.

შეხვედრა აქტიური დისკუსის რეჟიმით დასრულდა.

  

23-04-2019