საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
საინფორმაციო შეხვედრა სოფელ ღორჯომის საჯარო სკოლაში

საინფორმაციო ცენტრის შუახევის ბიუროს წარმომადგენლმა სალომე აბულაძემ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გამართა ღორჯომის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო ევროკავშირის ურთიერთობებს, უვიზო მიმოსვლის ძირითად საკითხებს და ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებს.

ყურადღება გამახვილდა DCFTA  -ის მნიშვნელობაზე, ასევე იმ პროგრამებზე და სარგებელზე რომლის მიღებაც ქართველ მოქალაქეებს შეუძლიათ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების ფარგლებში.
პროექტი საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით იმართება და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.  

22-04-2019