საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შეხვედრა სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქ. წნორის ადგილობრივ მოსახლეობასთან

სსიპ "საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ" კახეთის რეგიონული ბიუროს ორგანიზებით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის "ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში" ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა სიღნაღის მუნიციპალიტეტში. საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა ბექა ექსეულიძემ ქ. წნორის ადგილობრივ მოსახლეობასთან გამართულ საინფორმაციო შეხვედრაზე საქართველოს ნატოსა და ევროკავშირთან თანამშრომლობის  მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრა.

საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა შეხვედრებზე ყურადღება გაამახვილა ანტიდასავლურ პროპაგანდაზე, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ გავრცელებულ არასწორ შეხედულებებსა და მათ გავლენებზე არასწორი მიდგომების ჩამოყალიბების თვალსაზრისით. შეხვედრები აქტიური დისკუსიის რეჟიმში წარიმართა.

23-04-2019