საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
საინფორმაციო შეხვედრა სოფელ ქვილიშორის საჯარო სკოლაში

საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა სსიპ საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის იმერეთის ბიუროს ორგანიზებით წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვილიშორის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან. შეხვედრას სკოლის დირექტორი და პედაგოგებიც ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე იმერეთის ბიუროს წარმომადგენელმა მარიკა ვაჭარაძემ ნატოსა და ევროკავშირის შექმნის ისტორიაზე, ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებზე და ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე ისაუბრა. საუბარი შეეხო უვიზო მიმოსვლის ფარგლებში არსებულ რეგულაციებს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ მოსწავლეებს საინფორმაციო მასალები დაურიგდათ. 

23-04-2019