საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შეხვედრა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფ. კვირიკეში

სსიპ „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ რეგიონალურმა წარმომადგენელმა აჭარაში ირმა გაბინაშვილმა აშშ-ის სახელმწიფო

დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის პროცესის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა რეგიონებში“ ფარგლებში, სოფ.ქვედა კვირიკეს საჯარო სკოლაში ადგილობრივ მოსახლეობასთან და ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

შეხვედრას ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, მეცნიერების, კულტურის, სპორტისა და ტურიზმის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე  ლია შაქარიშვილი, კვირიკეს თემის მაჟორიტარი დეპუტატი ქობულეთის საკრებულოში ავთანდილ ვერულიძე, ქობულეთის მერის წარმომადგენელი კვირიკეს ადმინისტრაციულ ერთეულში ედიტა გოგიტიძე და ქვ. კვირიკეს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ხახუტაიშვილი ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო  საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებულ ურთიერთობებსა და  გამოწვევებს, საქართველოს ევროკავშირთან და ნატოსთან თანამშრომლობის შედეგად მიღებულ სარგებელს, ახალი შესაძლებლობებისა და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში გატარებული, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმებს.

მსმენელები დაინტერესდნენ,  ევროკავშირის პროექტების განხორციელების ფარგლებში თუ რა კონკრეტულ სარგებელს მიიღებს საქართველოს თითოეული მოქალაქე, მათ შორის, ახალგაზრდები და რამდენად ხელმისაწვდომია ინფორმაცია ამ პროგრამების შესახებ მოსახლეობისთვის. 

საუბარი შეეხო  საზოგადოებაში მომძლავრებულ ანტიდასავლურ პროპაგანდას და მათგან მომდინარე საფრთხეებს.დაასახელდა ის მითები, რომლებიც აქტიურად ვრცელდება  რეგიონებსა და ზოგადად საზოგადოებაში  გარკვეული  სკეპტიციზმის დასანერგად.

პედაგოგებმა და მოსწავლეებმა  მიიღეს ინფორმაცია  ანტიდასავლურ პროპაგანდაზე,  ყალბი ინფორმაციების და მანიპულაციების  გავრცელების გზებსა და საფრთხეებზე. შეხვედრის მონაწილეებმა  ისაუბრეს აგრეთვე  იმ სტერეოტიპებზე, რომლებიც საზოგადოებაში სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებით, განსაკუთრებით კი- სოციალური ქსელებით ვრცელდება.

შეხვედრაზესაუბარი შეეხოევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მნიშვნელობას და სიკეთეებს აგრეთვე  ამ პროცესშიგამოვლენილ უვიზო მიმოსვლის წესების დარღვევების გამოვლენასა და მათ პრევენციას. აჭარის ბიუროს წარმომადგენელმა აუდიტორიას  საინფორმაციო მასალები  გადასცა და მათ შეკითხვებსაც უპასუხა. 

შეხვედრა "დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ პროექტის ფარგლებში გაიმართა.

პროექტი საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით იმართება და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.

24-04-2019