საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შეხვედრა რუსთავის N20 საჯარო სკოლაში

სსიპ „საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ რეგიონალურმა წარმომადგენელმა ქვემო ქართლში თემურ სუყაშვილმა, 22 აპრილს, რუსთავის N20 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესსა და ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებსა და საფრთხეებს.

საუბარი შეეხო საზოგადოებაში მომძლავრებულ ანტიდასავლურ პროპაგანდას და მათგან მომდინარე საფრთხეებს. ახალგაზრდებმა მიიღეს ინფორმაცია ანტიდასავლურ პროპაგანდაზე, ყალბი ინფორმაციისა და მანიპულაციების გავრცელების გზებსა და საფრთხეებზე, მათთან ბრძოლის ხერხებსა და იმ მეთოდებზე, რომლითაც შესაძლებელია ასეთი ინფორმაციის გადამოწმება და გავრცელებული სტერეოტიპების აღმოფხვრა. შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია, სადაც ყურადღება გამახვილდა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობასა და ასოცირების შეთანხმებაზე.

პროექტი საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით იმართება და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.

24-04-2019