საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შეხვედრა ფურტიოს საჯარო სკოლაში და კამპანია "აჩუქე წიგნი"

საინფორმაციო ცენტრის შუახევის ბიუროს წარმომადგენლმა სალომე აბულაძემ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გამართა ფურტიოს საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებთან.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო ევროკავშირის ურთიერთობებს, ასოცირების შეთანხმების ძირითად საკითხებს. ყურადღება გამახვილდა DCFTA-ის მნიშვნელობაზე, ასევე, იმ პროგრამებსა და სარგებელზე, რომლის მიღებაც საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების ფარგლებში.

პროექტი საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით იმართება და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.

სსიპ „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ შუახევის ბიურო შეუერთდა აქციას "აჩუქე წიგნი".

23 აპრილი-წიგნის საერთაშორისო დღეა,  "აჩუქე წიგნი" - ასე ჰქვია კამპანიას, რომელიც საქართველოს პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ და „ანაგრამამ“ წამოიწყო და რომელიც 23 აპრილის წიგნის ჩუქების დღედ გამოცხადებას გულისხმობს.

აქციის ფარგლებში შუახევის საჯარო ბიბლიოთეკას, სსიპ „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ მიერ გამოცემული ლიტერატურა გადაეცა. "აჩუქე წიგნი" აქცია შუახევის მუნიციპალიტეტის მიერ იყო ორგანიზებული.

24-04-2019