საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შეხვედრა "საქართველოს ახალგაზრდული ალიანსის" პროექტის მონაწილეებთან

სსიპ "საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ" სამეგრელო-ზემო სვანეთის ბიუროს წარმომადგენელმა ანა ცანავამ საინფორმაციო შეხვედრა გამართა პროექტის "ახალგაზრდების გაძლიერება ტრანსფორმაციული ცვლილებებისთვის" მონაწილე ახალგაზრდებთან. შეხვედრა "საქართველოს ახალგაზრდული ალიანსის" ინიციატივით გაიმართა.
შეხვედრაზე საქართველოს ნატოსა და ევროკავშირთან თანამშრომლობის მნიშვნელოვან საკითხებზე, მომძლავრებულ ანტიდასავლურ პროპაგანდაზე, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ გავრცელებულ არასწორ შეხედულებებსა და არასწორი მიდგომების ჩამოყალიბების თვალსაზრისით მათ გავლენებზე ისაუბრეს.

24-04-2019