საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
საინფორმაციო შეხვედრა სოფელ ზუბის ადმინისტრაციულ ცენტრში

სსიპ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონალურმა წარმომადგენელმა თამარ გოგოლაძემ ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ზუბის ადმინისტრაციულ ცენტრში მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.  შეხვედრა ადმინისტრაციულ ცენტრში მერის წარმომადგენელთან შიო ომანაძესთან აქტიური თანამშრომლობით შედგა.

საუბარი შეეხო საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობას, არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებს, ანტიდასავლური პროპაგანდის საფრთხეებს, ევროკავშირთან მიმართებაში საზოგადოებაში გავრცელებულ მითებსა და ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისიწნებულ ვალდებულებებს. შეხვედრის მონაწილეებს გადაეცათ საინფორმაციო მასალა.

შეხვედრა "დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ პროექტის ფარგლებში გაიმართა.

 

პროექტი საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.

24-04-2019