საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
საინფორმაციო შეხვედრა სოფელ ტვიშის საჯარო სკოლაში

სსიპ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონალურმა წარმომადგენელმა, თამარ გოგოლაძემ ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ტვიშის საჯარო სკოლაში მოსწავლეებთან და პედაგოგებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა. შეხვედრას ადმინისტრაციულ ცენტრში მერის წარმომადგენელი, ზაზა ჩაკვეტაძეც ესწრებოდა.

 

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ურთიერთობებს ევროკავშირთან, არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებს, ასოცირების ხელშეკრულებას,  ანტიდასავლური პროპაგანდის საფრთხეებს, ევროკავშირთან მიმართებაში საზოგადოებაში გავრცელებულ მითებს. შეხვედრის დასასრულს, მონაწილეებს გადაეცათ საინფორმაციო მასალა.

შეხვედრა "დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ პროექტის ფარგლებში გაიმართა.

 

პროექტი საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.

29-04-2019