საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შუბნის თემში საინფორმაციო შეხვედრა გამართა

საინფორმაციო ცენტრის შუახევის ბიუროს წარმომადგენლმა სალომე აბულაძემ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე შუბნის თემში საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

 

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო ევროკავშირის ურთიერთობებს, ასოცირების შეთანხმების ძირითად საკითხებს. ყურადღება გამახვილდა DCFTA-ის მნიშვნელობაზე, ასევე, იმ პროგრამებსა და სარგებელზე, რომლის მიღებაც საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების ფარგლებში. 

შეხვედრა გაიმართა, როგორც  შუბნის თემის ადგილობრივ მოსახლეობასთან, მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან, ასევე სოფელ დარჩიძეებში, ევროკავშირის  პროგრამებით დაინტერესებულ მოსახლეობასთან.
პროექტი საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით იმართება და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია. 

29-04-2019