საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შეხვედრა აჭარის რეგიონის დამწყებ მეწარმეებთან

სსიპ „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ აჭარის ბიუროს წარმომადგენელი ირმა გაბინაშვილმა აჭარის რეგიონის დამწყებ მეწარმეებთან და სხვადასხვა პროდუქციის მწარმოებლებთან ასოციაცია „ერთმანეთისთვის“ მიერ ორგანიზებულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და მსმენელებს საქართველო-ევროკავშირს შორის არსებულ ურთიერთოებზე, პრაქტიკულ მაგალითებსა და გამოცდილებებზე ესაუბრა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო   ევროკავშირის ბაზარზე არსებულ  სტანდარტებს,  ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში მემწარმეებისთვის გაზრდილ სარგებელსა და  DCFTA საკითხებს, აგრეთვე, ევროკავშირის მიერ დაფინასებული პროგრამა ENPARD-ის ახალი ფაზით გათვალისწინებულ  პროექტებს.

საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გაწეული არაერთი ფინანსური  დონაციის, კონკრეტული  დახმარების შესახებ ვრცლად ისაუბრა.
ყურადღება გაამახვილა საქართველო-ევროკავშირის მჭიდრო პარტნიორობის  მიმართ საზოგადოების გარვეული ნაწილის სკეპტიკურ დამოკიდებულებაზე, ანტიდასავლურ პროპაგანდასა და მათგან მომდინარე საფრთხეებზე. შეხვედრა აქტიური დისკუსიის ფარგლებში წარიმართა, რომელიშიც ჩაერთვნენ როგორც ადგილობრივი მეწარმეები, აგრეთვე  ასოციაცია „ერთმანეთისთვის“ მიერ აჭარის რეგიონში  ორგანიზებული  ქართულ-ესტონური პროექტის წარმომადგენლები, რომლებმაც მსმენელებს გააცნეს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მცირე ბიზნესის წარმოების პროცესი და ევროკავშირის მიერ მათი ქვეყნისთვის გაწეული მხარდაჭერის მაგალითები.

 

შეხვედრის დასასრულს, მონაწილეებს დაურიგდათ საინფორმაციო თემატური მასალა. 

30-04-2019