საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შეხვედრა იმერეთის რეგიონის მედიის წარმომადგენლებსა და დამწყებ ფერმერებთან

საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ იმერეთის ბიუროს ინიციატივით ადგილობრივი მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის და დამწყები ფერმერებისთვის ტრენინგი გაიმართა. ტრენინგის თემა ადგილობრივი მეწარმეებისთვის ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების (DCFTA) შესაძლებლობები იყო.

ტრენინგს მოწვეული ექსპერტი ნათია დაღელიშვილი უძღვებოდა. ტრენინგზე განიხილეს ისეთი საკითხები როგორიცაა: DCFTA-ით გათვალისწინებული სარგებლის, შესაძლებლობებისა და უპირატესობები, DჩFთA-ით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება; 


შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ქართველი ექსპორტიორების ევროკავშირის ბაზარზე ქართული წარმოშობის საქონლის ექსპორტის სტანდარტებზე. ასევე, ისაუბრეს DCFTA-ის ფარგლებში განსახორციელებელი რეფორმებისა და საკანონმდებლო ინიციატივების შესახებ. 

 

შეხვედრის დასასრულს, მონაწილეებს თემატური საინფორმაციო მასალები გადაეცათ. 

01-05-2019