საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ბათუმში მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელის ლადო აფხაზავას საჯარო ლექცია გაიმართა

სსიპ „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ აჭარის ბიუროს წარმომადგენელმა და მოხალისეებმა მონაწილეობა მიიღეს ბსუ-ში გამართულ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელის ლადო აფხაზავას სტუდეტებთან გამართულ შეხვედრაში, რომელიც  პროექტის „ლიბერრუმი“ ფარგლებში ჩატარდა.

ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების  პედაგოგმა, რომელიც  2017 წელს საინფორმაციო ცენტრის პროექტში «მასწავლებელი -მეგზური ევროპისკენ“ მონაწილეობდა, საჯარო ლექციის „21-ე საუკუნის მასწავლებელი“ პროცესში ახალგაზრდებს ევროპულ გამოცდილებაზე, თანამედროვეობის გამოწვევებსა და უწყვეტი განათლების მნიშვნელობაზე ესაუბრა.

ლადო აფხაზავამ  ყურადღება გაამახვილა  მოსწავლეებისა და სტუდენტების თვითგანათლების და სიახლეების მიმართ შემოქმედებით მიდგომებზე. საუბარი შეეხო მოხალისეობრივ საქმიანობასაც და ამ პროცესში უნიკალური გამოცილების მიღების შესაძლებლობას.
შეხვედრის დასასრულს, აჭარის ბიუროს წარმომადგენელმა ირმა გაბინაშვილმა პროექტის „ლიბერრუმის“ ავტორს საინფორმაციო ცენტრის  სასაჩუქრე პაკეტი გადასცა და სამომავლოდ,  ცენტრის მოხალისეებთან ერთად, სხვადასხვა აქტივობაში ჩართულობისკენ მოუწოდა.
ლადო აფხაზავა  მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პირველ მფლობელია, 2018 წელს კი მასწავლებლის გლობალური ჯილდოს 50 საუკეთესო მასწავლებლისსიაში  და მსოფლიო საუკეთესო მასწავლებლის 10 ფინალისტს შორის დასახელდა.

01-05-2019