საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ესსეების კონკურსს - „ევროპა ჩემთვის არის...“

ჩაერთე კონკურსში, გაგვიზიარე რას ნიშნავს შენთვის საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი და ქვეყნის ევროპული მომავალი!

ნამუშევრების მიღების ბოლო ვადა: 2019 წლის 10 მაისი.

 

კონკურსის წესები:

კონკურსი ცხადდება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში და მასში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს.

პროექტში მონაწილეობისთვის აუცილებელია:

2019 წლის 10 მაისამდე გამოაგზავნოთ ესსე საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობაზე, ამ მიმართულებით მიღწევებსა და გამოწვევებზე. ნაშრომში წარმოდგენილი უნდა იყოს თუ რას ნიშნავს ავტორისათვის საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი, რა ეკონომიკურ, პოლიტიკურ და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სარგებელს იღებს ევროპასთან დაახლოებით და როგორია ქვეყნის ევროპული განვითარება.

საუკეთესო ესსეების ავტორებს გადაეცემათ სამახსოვრო საჩუქრები.

გთხოვთ, ნაშრომი რეგიონის მიხედვით გამოგზავნოთ შემდეგ მისამართზე :

03-05-2019