საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შეხვედრა ქუთაისის მე-11 საჯარო სკოლაში

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ინიციატივით საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ იმერეთის ბიურომ ქუთაისის მე-11 საჯარო სკოლაში  საინფორმაციო შეხვედრა გამართა.
შეხვედრას სკოლის  მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები, სამოქალაქო საგნის პედაგოგი და დირექტორი ესწრებოდა. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელმა მოსწავლეებს მიგრაციაზე, არსებულ ვითარებასა და ევროპის ქვეყნებში გადაადგილებისთვის საჭირო დოკუმენტების მომზადებაზე ესაუბრა.

საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა მარიკა ვაჭარაძემ მოსწავლეებს უვიზო მიმოსვლის ფარგლებში არსებული რეგულაციები გააცნო. შეხვედრა აქტიური დისკუსიის რეჟიმში წარმირთა და მოკლე ვიდეო რგოლების ჩვენება მოეწყო.  შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს თემატური საინფორმაციო მასალა დაურიგდათ.

02-05-2019