საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ქუთაისში ევროპის დღეები საჯარო ლექციით გაიხსნა

ევროპის დღეები 2019-ის ფარგლებში ქუთაისში, წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საჯარო ლექცია თემაზე - ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA). ჩაატარდა, რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სავაჭრო მოლაპარაკებებისა და ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების განხორციელების კოორდინაციის სამმართველოს უფროსი მოგიორგი ჩიტაძე უძღვებოდა.

საინფორმაციო პანელში საინფორმაციო ცენტრის იმერეთის ბიუროს წარმომადგენელი მარიკა ვაჭარაძე, ქუთაისის ვიცე მერი ნინო თვალთვაძე და ვიცე გუბერნატორი სოსოს ხახალეიშვილი მონაწილეობდნენ.

შეხვედრას ფართო საზოგადოება, მათ შორის იყვნენ საერთაშორისო ბიზნეს ფორუმის მონაწილე ფერმერები და მეწარმეები, ასერვე, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ზუგდიდის ოფისის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ლექციის პარალელურად მოეწყო საინფორმაციო კუთხე, სადაც მონაწილეებს შეეძლოთ თემატურ საინფორმაციო მასალებს გაცნობოდნენ.

ევროპის დღეები წლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია, რომლის ფარგლებშიც საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობის საკითხებსა და ევროინტეგრაციის პროცესზე იმართება მრავალი ღონისძიება. მზარდი ანტი-დასავლური პროპაგანდის ფონზე, მნიშვნელოვანია საქართველოს მოქალაქეებს მიეწოდოთ ინფორმაცია ევროპული ინტეგრაციის საკითხზე, ამ მიმართულებით არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე და მოხდეს მოქალაქეების აქტიური ჩართვა ღნიშნულ პროცესში..

ევროპის დღეები ხორციელდება სსიპ საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მხარდაჭერით.

 

04-05-2019