საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
საინფორმაციო შეხვედრა ქალაქ ზესტაფონში

საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ იმერეთის ბიუროს ინიციატივით ზესტაფონის მუნიციპალიტეტში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და საჯარო მოხელეები ესწრებოდნენ. საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა, მარიკა ვაჭარაძე მონაწილეებს უვიზო მიმოსვლის ფარგლებში არსებულ რეგულაციებზე ესაუბრა.

მოწვეულმა ექსპერტმა გიორგი ჩიტაძემ ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან სავაჭრო და ეკონომიკურ ურთიერთობებზე ისაუბრა.

 

შეხვედრა "დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ პროექტის ფარგლებში გაიმართა.

 

პროექტი საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით იმართება და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.

 

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.  მონაწილეებს თემატური საინფორმაციო მასალები დაურიგდათ, აქვე გამოითქვა თანამშრომლობის ინიციატივა. 

06-05-2019