საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
სემინარი აჭარის რეგიონული მედიის წარმომადგენლებისთვის

13 მაისს, საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიუროს ორგანიზებით, EECMD ბათუმის ოფისში, რეგიონის მედია-საშუალებების წარმომადგენლებისთვის სემინარი თემაზე:  „ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობა - მიღწევები და გამოწვევები“ მოეწყო. აჭარის რეგიონის 6 მედიასაშუალების -  ტვ-25-ის, აჭარის ტელევიზიის, რადიოს, გაზეთ „აჭარის“, “ბათუმელების“ და მედიაჰოლდინგის „აჭარაპ.ს.“ წარმომადგენლებმა, დამწყებ ჟურნალისტებთან ერთად, მოწვეული ექსპერტებისგან მიიღეს ინფორმაცია ქვეყნის საგარეო კურსის პრიორიტეტების, ევროკავშირის უსაფრთხოებისა და არსებული გამოწვევების, საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის, ასოცირების  შეთანხმების განხორციელების პროცესის, მათ შორის DCFTA  შესაძლებლობებისa და პერსპექტივების,  აგრეთვე  ანტიდასავლური პროპაგანდის თავისებურებების, მითებისa და რეალობის შესახებ.

ტრენინგის პირველი სესია GSDC საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარემ ლევან დოლიძემ გახსნა თემით "საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები - ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია“. დისკუსია გაიმართა ქვეყნის ევროატლანტიკური განვითარების პროცესში არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით. მოწვეულამ ექსპერტმა ამომწურავად უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვებს.

ტრენინგის მეორე სესიაზე „DCFTA და სოფლის მეურნეობა“ - მსმენელებს  ექსპერტი საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის DCFTA საინფორმაციო ცენტრის ბათუმის რეგიონული ოფისის წარმომადგენელი ეკატერინე თარგამაძე ვრცლად ესაუბრა. მონაწილეებმა მოისმინეს ინფორმაცია ევროკავშირის დახმარების პროგრამებით გახსნილ შესაძლებლობებსა და იმ გამოწვევებზე, რომლებიც სოფლის მეურნეობის სფეროს წარმომადგენლების წინაშე იქმნება. გაიმართა დისკუსია სხვადასხვა ტექნიკურ საკითხთან და რეგულაციებთან დაკავშირებით.

მედიის წარმომადგენლებს  DCFTA ხელშეკრულების უმნიშვნელოვანესი კომპონენტის, ინტელექტუალური საკუთრების და მასთან დაკავშირებული სასაზღვრო ღონისძიებების შესახებ დეტალები და ინფორმაცია ექსპერტმა ნინო დევაძემ გააცნო და განმარტა, რომ შემოსავლების სამსახური, როგორც თანამედროვე სახელმწიფო ინსტიტუტი იზიარებს ევროპულ ღირებულებებს და პატივს სცემს ინტელექტუალური საკუთრების საერთაშოროსოდ აღიარებულ უფლებას.

სემინარი შეაჯამეს სსიპ საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ რეგიონალურმა წარმომადგენელმა აჭარაში ირმა გაბინაშვილმა და EECMD ბათუმის ოფისის კოორდინატორმა თამარ მაამეიშვილმა. ხასგასმით აღინიშნა მედიის, სამოქალაქო სექტორისა და საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესში.

აჭარის რეგიონში ევროპის დღეები მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობებით გაგრძელდება. პარტნიორ ორგანიზაციებთან და უწყებებთან  ერთად  დაგეგმილია სხვადასახვა ტიპის შემეცნებითი, საგანმანათლებლო, სპორტული, კულტურული  და სანახაობრივი ღონისძიება, მათ შორის, საინფორმაციო შეხვედრა რეგიონის ფერმერებთან, მეწარმეებთან, ადგილობრივი თვითმმართველობის და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან, შეხვედრები სოფლების მოსახლეობასთან, სტუდენტებთან, მასშტაბური ღონისძიება „ევროპის დღე ქობულეთში“, ესეების კონკურსი „ევროპა ჩემთვის არის“, პიარ-აქცია ახალგაზრდების ჩართულობით, „ევროპის დღე ბსუ-ში“, საზაფხულოს სკოლა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში და სხვა.

სსიპ საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, 2019 წელს უკვე მეშვიდედ ახორციელებს ევროპის დღეებს, რომლის მიზანია საქართველოს მოქალაქეების ინფორმირება ევროკავშირისა და მისი ინსტიტუტების, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესისა და აღნიშნულ პროცესში მოსახლეობის ჩართულობის მაქსიმალური ხელშეწყობის შესახებ.

13-05-2019