საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ზუგდიდში პროექტი ,,გააცანი საქართველო ევროპას" ჩატარდა

5 მაისს, ქ.ზუგდიდში ევროპის აკადემიური ცენტრის ორგანიზებით პროექტი ,,გააცანი საქართველო ევროპას" ჩატარდა, რომელშიც რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდები მონაწილეობდნენ.

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის ბიუროს წარმომადგენელი ანა ცანავა მონაწილეობდა პროექტის მონაწილეთა შეფასებაში.

პროექტის მონაწილეებმა წარმოადგინეს მოხსენებები, რომელთაგანაც ჟიურიმ 3 გამარჯვებული გამოავლინა. [პროექტში პირველი ადგილი ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლემ კონსტანტინე აფშილავამ დაიკავა.

გამარჯვებულები სხვადასხვა პრიზებით დაჯილდოვდნენ. საინფორმაციო ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის ბიუროს წარმომადგენელმა გამარჯვებულებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

05-05-2019