საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შეხვედრა ქ. ფოთის პედაგოგებთან

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ანა ცანავამ ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა საჯარო და კერძო სკოლების პედაგოგებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოს ნატოსა და ევროკავშირთან თანამშრომლობის დინამიკასა და იმ შესაძლებლობებზე, რაც ახლავს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესს.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ანტიდასავლური პროპაგანდის საფრთხეებს, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ გავრცელებულ არასწორ შეხედულებებსა და რეალობას.

02-05-2019